"ყველა პოზიტიური მოლოდინი გამართლდა, რაც კი ოდესმე საკუთარი თავისა და წერის მიმართ მქონია" - კესო შედანია
კესო შედანიამ სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა, რომლის შესახებაც თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
ეს ამბავი შენც დაგაინტერესებს, თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ წერა მხოლოდ შენი ჰობია და მის პრაგმატულად გამოყენებას ვერ შეძლებ.
რატომ აირჩიე UX/UI ქოფირაითინგი, როდის დაინტერესდი?
რეალურად, როცა კურსზე დავრეგისტრირდი, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა იყო UX/UI ქოფირაითინგი. ისიც კი არ ვიცოდი, კრეატიული ქოფირაითინგისგან რით განსხვავდებოდა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ძალიან დამჭირდა ცხოვრებაში ცვლილებები და გამოწვევები. თან მივხვდი, რომ რასაც და როგორც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, საერთოდ აღარ იყო მიმზიდველი და დამატებითი პროფესია მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე წერაში ჩამედო ინვესტიცია, რადგან ბავშვობიდან ვწერ და ისე მიყვარს, როგორც არაფერი სხვა. სპონტანურად ჩავწერე გუგლშიც მაგიური სიტყვები “ქოფირაითინგის კურსები” და “სმარტ აკადემიის” შემოთავაზებულ “UX/UI ქოფირაითინგის” კურსზე დარეგისტრირების გადაწყვეტილებაც წამებში მივიღე. იმიტომ, რომ მომეწონა ინტერფეისი, მომეწონა აღწერა და მომეწონა “ვაიბი”.
რა იყო შენი მიზანი?
ჩემი მიზანი იყო უნარები გამომეცადა, და მიმეღო დასტური სფეროში წარმატებული ადამიანებისგან, რომ წერა მართლა შემიძლია. მერე კი ამ “დასტურის” მეშვეობით მეკეთებინა ის, რასაც მინდა მთელი დარჩენილი ცხოვრება ვაკეთებდე - ვწერდე და ეს იყოს ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო.
რა მოლოდინი გქონდა როცა კურსს იწყებდი და გამართლდა თუ არა ეს მოლოდინები?
მქონდა მოლოდინი, რომ კურსის ფარგლებში ახალ ტექნიკებსა და თეორიებს დავეუფლებოდი, ახალ უნარ-ჩვევებს გამოვიმუშავებდი. არამხოლოდ ეს მოლოდინი, ყველა პოზიტიური მოლოდინი გამართლდა, რაც კი ოდესმე საკუთარი თავისა და წერის მიმართ მქონია. ქეთი დიასამიძემ ამომიტრიალა სამყარო და აბსოლუტურად ახალი მიმართულებებისკენ მიმავალი გზა გამიხსნა.
რა მოგცა კურსმა, რა ისწავლე, რა უნარები განივითარე?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ UX წერა განსხვავდება კლასიკური ქოფირაითინგისგან. აქ ბოლომდე ერგები საიტისა თუ აპლიკაციის მომხმარებლის საჭიროებებსა და კომფორტს, შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, შეგეძლოს სათქმელის შემოკლება, გასაგებად წერა, ტექსტები არაორაზროვანი უნდა იყოს. ფაქტობრივად, UX მწერლის პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ტექსტი საიტზე, ნებისმიერი ღილაკი თუ შეტყობინება. ეს დარგი შემოქმედებითობისა და ტექნიკური სფეროს გზაგასაყარზეა. ამ კურსზე ვისწავლე, როგორ უნდა შევამოკლო ტექსტი, როგორ გამოვიტანო ძირითადი სათქმელი გასაგებად, როგორ უნდა ავუწყო ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც მწერალმა და როგორ მოვარგო შემოქმედებითობა საიტისა თუ აპლიკაციის მომხმარებლის საჭიროებებს მაქსიმალურად.
ლექტორზე რა შეგიძლია გვითხრა?
თუკი ვიტყვით, რომ კარგი მასწავლებელი არის ის, ვინც საკუთარ თავს სწორად დაგანახებს და სამყაროში შენს ადგილს გაპოვნინებს, ქეთი დიასამიძე არის საუკეთესო მასწავლებელი, ვინც კი ოდესმე მყოლია. თავად გენიალური ქოფირაითერია, საოცარი იდეების გენერატორი, მთელი არსებით ინტელექტუალი. ქეთი არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი ციფრულ და არაციფრულ სამყაროში, რომელმაც 200%-ით მომცა საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენის საშუალება.
რა მოგწონს ამ პროფესიაში, რატომ მოგწონს?
UX წერაში ყველაზე მეტად ის მომწონს, თუ როგორი აქტუალური ის, რამდენად დადგა საჭიროება ამ სფეროს არსებობის. ეს არ არის მხოლოდ გრამატიკული შეცდომების შესწორება ტექსტში, არამედ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებელთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება და მათზე მორგებაა. თავადაც ბევრჯერ გავუღიზიანებივარ წერის ხარვეზებს, ორაზროვან ღილაკებსა თუ მოუწესრიგებელ ინტერფეისს. UX წერა საშუალებაა ეს ხარვეზები აღმოიფხვრას და ენობრივი საშუალებები მაქსიმალურად მოერგოს ციფრულ სამყაროს, ამას კი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საკრალური მნიშვნელობა აქვს.
შეიცვალა თუ არა შენი ხედვები და მიდგომები კურსის დასრულების შემდეგ საკითხების მიმართ?
კურსმა თვალსაწიერი გამიფართოვა, ჩემთვის პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები მასწავლა და მომცა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თავად ვიყო ის, ვინც ამ ხარვეზებს აღმოფხვრის.
როგორ ფიქრობ, ეს ის სფეროა, რომელშიც ბოლომდე გსურს დარჩენა?
ყველა სფეროში, რომელთანაც კი ოდესმე შეხება მქონია, ყოველთვის მქონდა უკმაყოფილების, მოწყენილობის შეგრძნება, თითქოს არაფერი ავსებდა ჩემს ინტერესებს და ცნობისმოყვარეობას ბოლომდე. ვფიქრობ, ქოფირაითინგი (UX-იცა და კრეატიულიც) ზუსტად ისაა, რასაც ყოველთვის სიამოვნებით გავაკეთებ. ეს ის სფეროა, რომელშიც მუდმივად მექნება აღმოჩენების, შემოქმედებისა და მოქმედების, საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენის, მუდმივი განვითარების შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია - არასოდეს მოვიწყენ.
შენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანი რგოლია UX/UI ქოფირაითერი კომპანიაში?
ჩემი აზრით, ნებისმიერ განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც ციფრულ სფეროში მუშაობს, აუცილებელია ჰყავდეს UX მწერალი. საიტი, რომლის ინტერფეისიც გამართული და დახვეწილია, ბევრად მარტივად იქცევს ყურადღებას და ბევრად სანდოდ აღიქმება. გამართული ინტერფეისი უზრუნველყოფს ასევე მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებას და უფრო მარტივად მოგვარებულ ციფრულ ოპერაციებსაც.
ახლანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, რა საბაზისო უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ამ პროფესიის ათვისებას გეგმავს?
ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, წერა უნდა გიყვარდეთ და შემოქმედებითი უნდა იყოთ. UX მწერლის შემთხვევაში, პერფექციონიზმიც კარგი იქნებოდა (გნებავთ, დეტალებზე ორიენტირებულობა, მაგრამ, მე ეს სიტყვათშეთანხმება არ მომწონს). აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიები გაინტერესებდეთ, და თუ ინტერფეისში შეცდომები თქვენც თვალს გჭრით, ყველაფერ დანარჩენს ქეთი დიასამიძე გასწავლით.
რას ურჩევდი მომავალ ქოფირაითერებს?
რომ დედლაინებს პატივი სცენ აუცილებლად. ყველაფერ დანარჩენს პრაქტიკაში ისწავლიან. ასევე, პირველივე დღიდან იზრუნონ პორტფოლიოზე. ამ სფეროში პორტფოლიოზე მნიშვნელოვანი მართლა არაფერია.
სმარტ აკადემიამ რა მოგცა? რას გვეტყვი აკადემიის შესახებ?
„ სმარტ აკადემია“ არის სიყვარული. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სმარტ აკადემია და მისი მოწესრიგებული სისტემა გახდა მიზეზი, რომ ინტერნეტში არსებული უამრავი ქოფირაითინგის კურსიდან, სწორედ ქეთი დიასამიძის კურსზე შევაჩერე არჩევანი. აკადემია მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტების საჭიროებებს, ყველა ის დეტალი, რაც გჭირდება გადასაწყვეტად, დარეგისტრირდები თუ არა კურსზე, საიტზევეა მოცემული. მათთან კომუნიკაცია საოცრად მარტივია და კურსები ორივე (დისტანციურ და არადისტანციურ) ფორმატში ტარდება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ლექტორისაგან რეკომენდაციას იღებ, აკადემიისაგან კი გარანტიას, რომ პრაქტიკებში ჩაერთვები.
რა როლი ითამაშა სმარტ აკადემიამ შენს კარიერულ წინსვლაში?
უზარმაზარი. სულ რომ არ ვახსენოთ, რამხელა ცოდნა მივიღე, აუცილებელია ითქვას, რომ კურსის დასრულებისთანავე დავემატეთ ჯგუფებში, სადაც ყოველდღიურად ციფრული მიმართულებებით ვაკანსიებს გვიზიარებენ, დაინტერესების შემთხვევაში კი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან აღნიშნულ პოზიციაზე და ხშირად დამსაქმებელთან კომუნიკაციაშიც გვეხმარებიან.
ამ ეტაპზე თავადაც პრაქტიკას გავდივარ „სმარტ აკადემიასა“ და მის მეგობარ კომპანია „სმარტ ვებში“, სადაც ყოველდღიური დავალებები საშუალებას მაძლევს გავიღრმაო კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა და გავამდიდრო ჩემი პორტფოლიო. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად მეხმარება მათ მიერ შემოთავაზებული მოქნილი გრაფიკი და სუპერ მეგობრული გუნდი, რომელიც მუშაობას დიდწილად მიადვილებს.
თუ შენც გინდა გამოსცადო როგორი გრძნობაა, როცა შენი საყვარელი საქმიანობა შენი პროფესია ხდება, მოასწარი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე რეგისტრაცია და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები ჩვენთან ერთად.